ეს გზა რომელიც ორივეს გვიყვარს


მეც მაქ ვიყავი ოდესღაც მგონი, 
სამარადისოდ გავიდე დრონი,
ხავსი მოედო ჩემს ფიქრსა ძველსა 
გავასუფთავო არა ღირს მგონი.
საპირისპირო გზაზე დავდივართ
შენ გაღმა  გახვალ დაღმა მე ჩავალ
ეს გზა რომელიც ორივეს გვიყვარს
რას  შემახვედრებს ? გზაც კი წამხდარა.
მოლიპულია ცივი სუსხია 
თოვლი ფიფქებში გადარეულა
შენი მოსვლის დღე ხომ აპრილია 
პირველი აპრილი და ტყუილია.
განგაშის ზარი დაირეკება
აურზაური და დომხალია
ვითომ პირველად  ადამი გაჩნდა
ევა სად ვნახე მნათობში ჩაძვრა
სიცრუე იწყებს სათავეს თავში
არ დაიძინებს სულ ფხიზლობს კაცში.
ცხვარი მოედო საძოვრებს ველებს
საჯიჯგნად სხეულს არ მივცემ ჩემს მტრებს.


ავტორი: ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი