ხის ნაფოტები იყრება ქარში


ხის ნაფოტები იყრება ქარში,
მჭრელი ბასრ ნაჯაღს ისევ უღერებს,
არ ეცოდება ასი წლის მუხა 
საუკუნისა გახდება ხვალე.
ის ბუმბერაზ ხეს როგორ ერევა 
არ ეცოდება ძირს დაანარცხოს, 
თუმცა უფროსმა უმცროსზე გვიან
სამარის კარი უნდა შეაღოს.
ჯერ ცოცხალია არ მოკლად სუნთქავს,
ხის ჭრილობები გადაუხვიოთ.
ის ხომ არაფერს გიშავებთ ქვეყნად,
რატომ მოკალით ასე უგულოდ.
ცრემლი მოადგა სიმწრითა დადგა, 
ფეხი ერევა დავარდნა სცადა,
არ დავიჩოქებ მე მტერთან არა 
მოეჭრა ფესვი მოვეკალ კვლავაც.
დამუნჯებული ხმა კანკალებდა
ხმას ვერ იღებდა ნანობდა თანაც
შენი მოდგმისამ დამრგო პატარა
იავნანასაც მღეროთა ხანაც.
პაპაშენია  წინაპრის ფესვო
ნუ დააბლობებ შვილებსა ჩემსო
შენი ჯიშია, ჩემი ფესვშია,
წინაპრის ოფლი და სინდისშია.
გადაიფიქრე ნუ მომჭრი ფესვსო
მომიშუშდება ჭრილობაც დღესო
მომასწარ კიდევ თაობის წლებსო
და გამოგიზრდი თაობას ბევრსო.

ავტორი;ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი