სასმისი


სასმისის დოქი ხელში მომეცი,
მაღალი ყანწს მე თვითონ შევავსებ
მე მის დალევას უნდა ვეცადო
ამ სიყვარულის  წვეთიც დავცალე.
არავინ ისე არ შეგიყვარებს
ლექსში ცხოვრობდა ჩემი პერსონა
ეს ასე რომ არ დამთავრდებოდეს
კეთილს ბოროტი მოკლავს ამჯერად.
დაუვიწყარი ხეში ცოცხლობდა
იყო ასეულ წლების შემყურე,
ეხლა ქარი რომ ამოვარდნილა
არ მოატეხავს ხელებს ჩემს ხეებს?
ნაპერწკალია ციდან მომწყდარა
მოქრის ვარსკვლავთან დიდი ნატეხი,
მე ვერ გავიგე ჩემს თავს რა ხდება
ეხლა ნუ მკითხავ ხვალ კვლავ რაც მელის?
ხელით მოვკრიფე  ვაზის მტევნები
თან ვეფერები ტკივილს უშუშებ
ისე მიყვარხარ ჩემო ბადაგო
ან ვის რას რომ მე, კვლავ შეგადარო.


ავტორი: ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი