ამ კარმიდამოს მინდორი მდელოს


ამ კარმიდამოს მინდორი შვენის,
მწვანე ხასხასა ბალახი დილის,
და მოგინდება დილით ხითხითი,
ამ საოცრებით გედიც კი მღერის.
ნორჩი ყლორტები იღვიძებს ნუშის,
ფანჯარას აღებს სიო ჟღურტულით
ამ უკვდავების ცაზე მერცხალი
მზე იღიმება დახტის კეკლუცით.
რა საოცრების  სიჩუმეს მჩუქნი
და ხასიათი ცრემლნარევია,
ეს ნორჩი გული გაყავი ორად
ეს ჩემი გულის ნაპერწკალია.
რა ხატი იყავ ღმერთი შექმენი
დაუვიწყარი წყაროს წვეთებით
ამ წმინდა ადგილს როცა შევხედე,
აქ ვარდი იყო გაცოცხლებული.
ნორჩი ატამი აყვავდა თითქოს,
ტყემალი ყვავის წამი გამეფდა,
ამ სიყმაწვილეს თუ გადაურჩი
ალბათ არ მომკლავს თვით შემოდგომაც.
დაიღამებდა  მთვარე იწვიმებს,
თოვლი მოადგა ჩემს ფანჯრებს რაფებს,
აქ თუ გავძელი  ალბათ შენს ყოფით,
ან გადამიტანს  ნაღველს სამარეს.
რაკი ამინდი ასე ნებივრობს ,
ხან მზე ინათებს ხანაც თოვლია,
აქ მე ვიცოცხლებ თუ დამაცალა
დღემ ან კი  ღამემ თუ შემიბრალა.


ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი