წასულა ღამე დაღლილი ძალზე


წასულა ღამე  დაღლილი ძალზე,
მოუსვენრობის  ქარები  მარყევს,
ძლიერ ქარებთან მარტოდ დავრჩები,
ფიქრმა დამგლიჯა არ მაქვს საშველი.
ეპოტინება ხეზე ფოთოლი,
უნდა მოგლიჯოს ქარმა წაიღოს
ძლიერთან მხოლოდ იმარჯვებ მაშინ
თუ გაგამართლებს ერის სამჯავრო.
არც დილა მოდის წყეულმა ღამემ,
მებრძვის უღმერთოდ და უსამართლოდ
კაცს თუ სიმართლე წინ არ მიუძღვის
ვერ გაიხარებს  მერმის  უთუოდ.
მტრის საჯილდაოდ ვიცი გავხდები
არც ეგ მაშინებს გული მარდი მაქვს,
თუ დავიჭერი სისხლი გადმოჩქებს
თავისუფლების სული მეღირსა.
დავჭკნები ისე როგორც მიხაკი
მივესვენები ადგილს მთვარიანს
არც გუშინდელ დღეს მე არ ვეკუთვნი
ალბათ იმიტომ უკვე მკვდარივარ.
როცა თვალები შენსკენ გარბიან
მიყვარს უთუოდ შენი სურნელი
დახუჭული მაქვს ორივე თვალი
მაგრამ ლანდშიაც შენ მელანდები.
ვერ გავარჩიე იმ დღისა ღამე
მძიმედ მტკიოდა სული გნატრობდა
დაკნინებიდან ჩემი სხეული
შენ ცხოვრებაში ადგილს ეძებდა.



ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი