ეს რა ყელი მომიღერე


გამეცალე ახლოს ნუ ხარ
ეს რა ყელი მომიღერე,
თუ მეგობრად არ მიგულე
ისე როგორ დავმეგობრდეთ.
გაფანტულა ფიქრი ქარში
ჩამომჯდარა ხეზე შაშვი
ისე გალობს ბულბული რომ 
აატირა ყვავის ბარტყი.
კინკილ-კინკილ გაირბინა
ერთი ორი სამი ოთხი
ისეთ ნაპირს მიმაყენა
არ მენახა სიზმრად ცხადშიც.
გაიგონე ნუ შეგრცხვება
ყაყანია აქ თუ  ქვევრშიც 
ესე როგორ დაგავიწყდა
დიდი ხნისა მეგობარი.


ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი