სეტყვა ქუხილი სულს რომ მიმწარებს.


სეტყვა ქუხილი სულს  რომ  მიმწარებს,
წვიმა ტირილით ავსებს ჩემს ქუჩებს,
ნაპერწკალი ხომ ედება თვალებს
შენ მოსვლა გინდა, კარი ჩავრაზე.
ცუდ გუნებაზე გამომეღვიძა,
სახლი მარტოა ნურვინ დამძინავს
ფხიზელი როგორ გავაღო კარი
ჩაკეტილი მაქვს  მისვლა არც მინდა.
გუშინ როგორი ღამე ახიდთა
არც შემეკითხა ბოლოს გაგიჟდა
მე სიყვარულზე უამბე ლექსი
ის გამებუტა სიტყვაც არ მკითხა.
ბოდვა იმ ღამის და დასასრული
ერთი სიტყვაში მოკვდა წამითაც
ამდენი ხანი ვიცადე შენთვის
შენ გაეკიდე ვარსკვლავს ღამითაც.
ნუღარ მახსენებ შენთავს არ მინდა
არ მოგიკითხავ არც აქ ნუ მკითხავ
როგორ დამეტყო გრძნობა სახისას
თუ მოგიკვდები  რაღას  მაკითხავ.
ერთი გული მაქვს საბრალო ძალზე,
ძაფი გაბმულა გრძნობებით სავსე 
დატვირთულია ძალზე უძილოთ
ღამეს არ ძინავს ბორგავს უშენოთ.
ეს დღე გავიდა მარტოდ მაკმარე
არც მოიკითხო მზეც ეს მცხუნვარე
არ ნუშის ხეც რომ თვით ყვავილობდეს
შენი სინაზეც იწვის კოცონზე.


ავტორი: ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი