გაფანტულია შავი ღრუბელი და ისევ ნისლი


გაფანტულია შავი  ღრუბელი და მთებზე ნისლი,
არც არვის ახსოვს  მოგონება უკვე წარსულიც,
დიდი ხილული ვებერთელა ცა ნამტირალი
დაუხატიათ მხატვრებს ღამით ნაცისკარალი.
ეტყობა ძალზე დარდიანობს გულში სიავე
არ მოდის ახლოს სიხალისე სევდა ვიკმარო
მოუსმინეო გულში დარდებს ყურთან დიაცობს
არ დაეცემა შენს ფეხებთან მუნჯი ფხიანობს.
კარგი დრო იყო როცა მაშინ  გაჩნდი ამ ქვეყნად,
შენ შეგადარა ამომავალ მზისა მშვენებამ
როგორ დაიწვა იმ დღის მადლში დღე დაიფერფლა.
ცა ჩამობნელდა უკუნეთმა შავი მოიცვა.
ნაბრძოლები აქვს თვალებს ცრემლი ისევ ეტყობათ,
არ უნახია მზიანი დღე თვალს უბნელდება.
სამარადისოდ როცა გული ერთხელ იფეთქებს
შემებრძოლება როგორც ომში  პირქვე დავეცე.
წამიდან წუთი გაპარულა საათი გადის
ჩამოღვენთილა სანთელი და მტირალა ბავშვი,
დედამ მოუწყო სასწაული ნანატრი გაჩნდი
სანუკვარია ეს სიცოცხლე ყოველი წამში.
კაცის მუქარას  ნუ აფასებ მარტოდ ერთ  კაცში
ნუ გადაწონი ათასა ბრიყვს ერთ ჭკვიან კაცში.
კაცის სიმრავლე გვარიშვილი თუნდაც კენტია
ამ სამყაროში რომ  უცოდველი ნეტავ  ერთია ?



ავტორი: ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი