დღე გათენდა უჩვეულო
დღე გათენდა უჩვეულოდ, ფიფქი მიწას ეხება, გათეთრებულ არემარეს თოვლის მოსვლა უხდება. მერამდენედ მოდის თოვლი დათვლა მეტად ძნელია თეთრი ფიფქი თავზე მაყრის წვერ-ულვაშის ფერია. აქ მოსულა თოვლის ბაბუ პატარების მეკვლეა ხურჯინებით დატვირთული სახეც შეწითლებია. ონავარი პატარები საჩუქრებსაც ელიან ჟირაფია სათამაშო კისრით ცასაც მიწვდება. დარბიან და ჟღურტულებენ ბავშვები და მშობლები ისინიც ხომ იყვნენ ადრე ამ ამბების მომწყობი. გახალისდა ჩვენი ეზო ყველას ქვემოთ მოუნდა ან ვინ დარჩა სახლში მარტო ბებოს ცეკვა მოუნდა. ბაბუ დადის მოუსვენრად არემარეს გახედავს ეხლა მეც ხომ ვიყო ქვემოთ მთიდან ცისკენ გავქროლავ. დაუვიწყარ მოგონებებს ბავშვები ახარებენ დიდი როცა გავიზრდები თოვლის ბაბუ გავხდები. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი