შხამი დავლიე დილამდე
რა ვქენი დღე როგორ ვატარე? შხამი დავლიე დილამდე, ერთი ლუკმა თუ გავტეხე მადლიერი ვარ ღვთისა მე. არ მოვინდურებ ქვეყანას არ ვასაუბრებ ხალხს ჩემზე ერთი ჯამთელად მამყოფე ხმალს გავლესავდი დილამდე. მიყვარს აისი დილისა გამოღვიძება მძინარის თუ სამშობლოსა ჭირდება არ დავიძინებ საწოლზეც. არც არვის შევეჯიბრები დოღში ცხენს თვლიმავს პირამდე როგორ მომწყინდა სამტროზე შეჯიბრებები მრისხანედ. დროშასაც გავიტაცებდი სამშობლოს მთაზე მყინვარზე ერთხელაც დავიძახებდი ყოჩაღ! სამშობლოს წინაშე. ორივე ჯანში ძალა მაქვს და მარჯვენაში მიზანი ამ ქვეყნის სიყვარული მაქვს თუ კი მადანში არ გამცვლით. სანუკვარია ტრფობისა ჩემი სამშობლო სადარის ეს მისი სიყვარულია ჩემი გული რომ გაჰხარის. დარდიანია დიაცი არ ეცინე სახეზე, მისი შვილი ხომ დაეცა გუშინ მოწყვეტით მიწაზე. გაიხარებდა მტერია იცინის ბოღმას დაანთხევს ეს ჩემი სატკივარია ცრემლი რომ მათრობ მხურვალედ. როგორ დავიწყო ტირილი კაცმა რომ სევდა შემყაროს, გაიცინე რომ მტერი გყავს გული ლახვარმა გააპოს. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი