დასასრული აქვს ბოლოს სიცოცხლეს
დასასრული აქვს ბოლოს სიცოცხლეს, როგორ ვიარე ამდენი ხანი, მე სიკვდილისთვის ვერ მოვიცალე რომ კვლავ გამეღო ამაღამ კარი. ფანჯარაში ხომ გარეთ გახედავ ისევ გინდება სიცოცხლე მწველი აქ მიამბობდა როგორც უყვარდა ადამიანებს ცხოვრება ძველი საამურია დილა თენდება უფალი მადლით კვლავ გვეფერება შენი ყოველი დილა სიცოცხლის მისი ლოცვით და კურთხევით ხდება. დარჩი იყავი და იავნანა სამოსი შენი დაიცვითება იყავი როგორც ძველად ცხოვრობდი ადამის მოდგმა კვლავ დღეგრძელდება. არაფრის მთქმები ფუჭი დროება ისევ ძველ დროში მომიბრუნდება თუ სიყვარულით მოხვედი ქვეყნად შენი ფუძე ხომ არ დაძველდება. რა სათია დროს ვინ დაითვლის? როგორ გასულა ამდენი წელი გუშინ ახალი დროში ვცხოვრობდი დღეს დაბერებულს გამცვივდა წვერი. მორჩა გულის თქმას აღარ დაუდებ ყურს აღარ უგდებ არც რას მოუსმენ ჩემი ჭკუა ხომ გაცდა ოცნებებს უკვე ვბერდები გული მაუწყებს. ერთი რამ მინდა თუნდაც ჩურჩულით არვინ გაიგოს ზურგში ნათქვამი რომ მეპატიოს ცოდვა ყოველის სიტყვა ცუდიც და სიტყვა აუგიც. ავტორი :ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი