ნარცისები და ხიზანთემები.


ნარცისები და ხიზანთემები
ია, ენძელა, ყოჩი ვარდები,
ხე სიმწვანისგან გახარებულა 
ყლორტი აფეთქდა  თეთრად იღიმის.
მუხას უეცრად გამოეღვიძა 
ჩაძინებულმა ხვრინვა  შეწყვიტა
თვალი ფხიზელი რომ გაახილა
მის წინ აცეკვდა ვისაც ეძინა
დაიმღერებს და აყვავდა ნუში 
ჭადარი უკრავს საამურ ჰანგებს
ალვის ხეები შრიალს აყვება
ვერხვის ფოთლებმაც გართობა სცადეს.
გამორჩეული  თუთის ხეა არის 
ის ინაზება ზლანტად ნებივრობს
მას სიმღერაში ბადალი არ ჰყავს
რომ მეზობლების გული იჯეროს.


ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი