ხომ იცი რატომ მიყვარხარ ასე


ხომ იცი რატომ მიყვარხარ ასე,
გულს ვერ უბრძანებ დამშვიდეს მალე
აღელვებულა გრძნობებით სავსე,
მორჩება ალბათ მტანჯველი ღამეც.
ერთი სული მაქვს გათენდეს ჩქარა
შენს ნაფეხურებს მივყვები სწრაფად
რომ შემეგებო არ გინდა ახლა?
აზვირთებული ვნებებიც მახლავს.
სადღაც  დარჩები ობლად შენ მარტო
სიცივე მომკლავს, ნაღველიც მახჩობს,
ერთ სატკივარს ჩვენს გულში დავმალავთ
რატომ არ ეძებ   გრძობების ავტორს.
ვგრძობ შენს სიშორეს მაგრამ სული აქ
არ გაფრენილა ობლად დარჩება
თეთრმა ღამემ ხომ შენი სახელი 
შუა ცის  მხარეს გამოანათა.
არ მინდა წუთი, წამი ვიცოცხლო,
განტევებისას რომ მიმატოვოს
სული კვდებოდა დღეცა და ღამეც 
გულს ვერ ვიოხებ მაკლიხარ მნახე.


ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი