კეთილი ცნების ოცნება ჩემი
კეთილი ცნების ოცნება ჩემი, ლამპარი შუქის სხივები ნექტრის, უშუქო დღენი ნათელი წლების მოდის დროება ნათელი ქვეყნის. მოდგმის სიტყვა და თქმული ვედრება ღმერთის ხელიდან სასწაულს ველი, გამჩენი გელის სიყვარულს ელის დრო გაბრწყინდება როცა შენ ელი. თვალები მზის და თვალები ნექტრის გაცისკროვნება ამაყი გველის, ყვავილი თეთრი ყვავილი ზამთრის ნავსაყუდელი და აფრა გემის. სახსოვარია წუთი და წლები, დანატოვარი პაპა და მამის ხსოვნის სასმისი ბოლომდე შევსვით არ დამრჩენია ნაღველი მტრების. გაისმის ხმა თუ შენ ცოცხალიხარ ჯერ არ მომკვდარხარ ისე სუნთქავხარ განა ცხოვრება მარტოს ესსაა? ან თუ იცოცხლებ ცოცხლად რად გმარხავს. დავრდომილია ქვეყნის ქედები ტირის ისე რომ თვალს არ შეიტყოს ეს ისე მოჩანს როგორც ღვარცობი, მოვარდნილ წყალმა ხალხი დაახრჩოსს. რა საოცარი ბედი მარგუნა, მტერმა შემატყო ვისკენ ვიყავი თუ ბოროტიხარ კაცთან რა გინდა, რას ემდურები ვის ემართლები ყველა თავის კვალს კვლავაც დატოვებს ვის ემღერება ისიც იტირებს თუ ალალმართალს მის სიალალეს გულს ამოუღებ ნამუს წაართმევ. მუხანათია წუთისოფელი, ანგრევს სახლის იმ ლამაზ კუთხეებს ის რაც დარჩება ალბათ ვინანებ, საუკუნის და წარსულ ფრაგმენტებს. ავტორი:ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი