ზრდის და უვლის მისა ყანას
მინდორი ხომ მწვანე ბალახს ზრდის და უვლის მისა ყანას მის უბეში ამუსულა ია ყოჩი ხანდახანა დაუკერავს უბეს ჯიბე მოჩანს როგორც ქვისახანა ვერც მომსველი ვერ შეატყობს მისა ხაფანგს სატყუარას. გაიხედე გვერდით მდგომი დარჩა როგორც მაწანწალა არც სიო ქრის მისა ახლოს რომ ეფეროს ხანდახანა წვიმა მოდის ცისა კიდეს არც ვსველდები მარტოკანა დაწუმპული ვინ გამაშროს მზეს არ უყვარს ჩემისთანა. დავიძინე მუხის გვერდში ფესვი მათბობს რატომ განა? ის ხომ ჩემი ნუგეშია დღეს სტუმრობა ფასობს ხანად. ალბათ მისი მოწყალება ღმერთის ხელით გამოგზავნილს სტუმარს კაცად ჩათვლის მაშინ თუ მეგობარს ხელს გაუწვდის. ან ვინ უნდა მაქოს მლანძღოს ან შემაქოს თანაც მამკოს მტერი თუ არ გეყოლება მეგობარი ვინ შელახოს. არვის ვიცნობ ქვეყნად მყოფებს არც არავინ მეგულება კარგის მთქმელი ცუდათ მოჩანს ზოგსაც ზნეც კი ემართება. დაუხრია თავი ქვევით მიწას ჩიჩქნის ამოდენას რა ფიქრია აქვს თურმე მოხუცს არ აწუხებს ახალგაზრდას. თავის დამბადებელი ყავს ილოცება მისა მოსვლას რომ ნუგეშად ყავდეს მხოლოდ სანთელს ანთებს სამოდენას. ნამუსია კაცის წესი ბედი მხოლო ახლავს მავალს თუ იქცევა კაცი მაშინ ის ყოფილა ბედისწერა. ვინ დაწერა ვინ მასწავლა ამ ცხოვრების ანაბანა. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი