გაზაფხულში რომ ყვავობს ბუნება
ნახე ვარსკვლავი, როგორ მოვწყვიტე და მოგიტანე მძივად დავკიდე რომ ვებერთელა გრძნობით ავსილი შენ მოფერებით სხივიც ავკინძე. ნახული თვალით იწვოდა ზეცა მიწას მოჰქონდა სურნელი ვარდის არც არასოდეს მომენატრება სხვა ვარსკვავი და ცალთვალა ეტლი. ყვავილს სურნელი მიზიდავს ამ დროს დავეხარბები მოწყვეტას ვჩქარობ გაზაფხულში ხომ ყვავობს ბუნება გამორჩეულად ნარცისებს ათრობს. ეს ყოველივე ფუტკრის შხამია თუ გააბრაზებ გიკბენს ამჯერად, მაგრამ ყოველი კბენით საწყალი ემშვიდობება თურმე ცხოვრებას. ავტორი:ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი