ალბათ მომავლის კართან ხარ.
რა იცი დარდი გამიქრა, ღამით ნიავი მეხვევა შენი ჩურჩული ამჯერად მალამოდ მეტკბარუნება. ჭადარი გამეფებულა ფესვები მიწას ეხება რა საოცარი გამხდარა, ავ თვალს არ დაენახვება. გაშლილა ვარდის კოკორი, მზე დადგომია თავზედა ზრუნვას არ აკლებს სხივები, გაფურჩქნულა და წითლდება. ბალახი გაყვითლებულა მინდორს სიმწვანე უხდება აბიბინებულ მთა ბარზე მდინარეც ახმაურდება. ჩამოდი ნუღარ აყოვნებ მთაზე მყინვარი მოსულა ჯიხვები დახტის მწკრივებში მთას ზანზარის ხმა ერევა. აღელვებულა ღრუბელი გაშავდა როგორც ყორანი, ვერ ჩამორეცხავს მთა ცოდვას თუ გინდა ჩქებდეს მორევი. ავტორი:ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი