ნურავინ მეტყვის შფოთი ხარ


ნურავინ მეტყვის შფოთი ხარ, 
მე მარტო მხოლოდ ლოთი ვარ,
დარდი მახრჩობდა წუხელის
ღვინოს დავლევ და  დავცხრები.
წუთისოფელის განმკითხავს,
თავის საათსაც ვინ  კითხავს
დროს ისე დაატრიალებს
უკანა ჩარხსაც  გაკვნიტავს.
ხეს ფესვსაც ამოაგლიჯავს 
დაწვავს დახრუკავს, დადუგავს, 
ერთი მზის ფერდზე გაწვება 
ამოიხვნეშებს  სატკივარს.
სიყვარულს სხვებსაც გაუყოფს
მარტო სინანულს რა უყოს,
მარტო დარჩენილ კაცის გულს
ეშმაკმა ცქერა დაუწყოს.


ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი