უფერულია სოფელი როცა


უფერულია სოფელი როცა,
აყვავებული ტყემალი გახმა,
დაარხია მან ყველა ფოთოლი 
დარჩა ქარისგან გამწარებული.
წამი ვერ შველის მას სანუგეშოთ
რა იმედი აქვს ხვალის დილისა
მის ხეზე ყვავილს თუ შემოაჭკნა 
ყლორტი მაღალი მკვდარი ვნებისა.
დარწეულია მთელი სამყარო
ბიბინებს მდელოს ნაზი ყვავილი
მის გულში ალბათ რომ ჩაიხედო
საუკუნეში ერთხელ მოკვდები.
რა სავალალო დღეში ჩავარდი
ამოდი ზევით ხელით შემეხე
შენი ყოფნაში თავს ვერ ვისურვებ
ეს ჯოჯოხეთი გადამავიწყე.


ავტორი: ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი