მარტის ამინდი მეწვია
მარტის ამინდი მეწვია, ქარიშხალია დილიდან, ეს ჩემი გულიც ეწყობა სევდიანსა ხდის გუნებას. რატომ ცვლის სუსხი ბუნება, მოიღრუბლება სახლშიაც, ცვალებადობა დამჩემდა ღრუბელი შემომეჩვია. გამყოლი ქარის ზუზუნი, დაგინდობს განა მარტო კაცს თუ ერთხელ მზესაც იხილავ მოგეჩვენება ავდრობაც. კარგი ხის ფესვო, ნაზარდო, ჯიშიან მუხის ქერქშია, ეს მისთვის ვისაც ვგაალობდი, დამიფასდება ცხადშიაც. დავიმარხები როდესღაც როს მოვევლინე არ მახსოვს იცხოვრე თუ გეცხოვრება, რატომ არასდროს არ ამბობ. ვის ვემალევი არ ვიცი, მეშინია თუ მარდი ვარ ჩემი ნაზარდი ხე ვარდი ცოცხალი გამიზარდია ნაპირს შორს ვეღარ უყურებ თვალები შორის გამექცნენ, ჩემ ტანჯულ უბის ღილები რატომ ან რისთვის გამექცნენ. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი