სიო მითევდა ღამესა


სიო მითევდა ღამესა,
ნიავი  მეფერებოდა,
ღამე რომ გადაირევა
ჩხუბობს დაამტვრევს კარებსა.
არა თქვა ცოდნას ზიარსა,
ჭკვიანსა კაცსა ხმიანსა
არ მიყიდია სიბრძნე მე
თან მოყვა ჭკუას ტიალსა.
როდის ჩამოდი მთიდანა
ჭიუხვ მაყოლებს მზერასა
მათ ურჩევნიათ სიკვდილი
 სამშობლოს გადარჩენასა
არ გაიცვლება სამშობლო,
სხვის საბადოზე ბრჭყვიალსა
სულ ორიოდე მეყოფა
ლუკმას არ შევჭამ ნაძარცვსა.
ნაფიქრალი აქვს ქართველსა
სიმწუხრე თავზე დაატყდა,
იმედი როცა გეცლება
მაშინ სიცოცხლეს დამთავრდა.
იმედიანი კაცის გულს, 
რა მოკლავს ან რა ცაახდენს
დიდი ქართველის მტკიცე გულს
მტერი ვერაფერს დააკლებს.
არ ბეჩავდება ვაჟკაცი 
თავისას სიტყვას მაღლა სწევს
გული ცხელი ძგერს მებრძოლის 
დაჭრილიც თვალებს გაახელს.
ახ აფრენილო არწივო 
შენი თვალებით მახვილნო,
როგორ  გასცქერი ხეობას
ნახვითა განცვიფრებულო.

ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი