სიყვარული დავკარგე


სიყვარული  დავკარგე,
ნეტავ რა მეშველება, 
ფრენდი როგორც მერცხალი,
ბუდეც ბარში დარჩება.
რა უცნობი სიტყვები,
გულღია და ნისლები,
მთვარე გზას რომ მინათებს
ბნელში არ გამოჩნდება.
გული როგორ გატყდეს და 
სული არ განელდება
ვეძებ მე მის ნაკვალებს
ფეხაკრეფით დამყვება.
ხან მორცხვი ხარ, ხან ხარბი,
ხანაც ძალზე მარდიხარ,
შენი ოინბაზებით 
მოწყვეტილი  ქარი ხარ.
არც ხოხობი ყოფილხარ 
არც გნოლი და მერცხალი
შენ  ცხოვრების  სირბილში, 
ჩავრჩი მხოლოდ ნაღველი.


ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი