სილამაზეა რაც ღმერთმა შექმნა


სილამაზეა რაც  ღმერთმა შექმნა,
და სიყვარული მარადიული,
ამ ასიოდე წლის წინ შემომხვდა
შენი განგება და  სასწაული.
კიბე ბილიკი და საფეხური
მწვერვალზე ასვლას კიდევ მოასწრებს
ვინ გეძახოდა ასე გულიდან
ჩემთან წამოდი დედას გაფიცებ.
ან სად მიდიხარ ან რატომ ჩქარობ,
დედის ცრემლები სიმწუხარეა
ნუ მოშორდები მის თვალებსა გთხოვ
მისი იმედი გზის ნათელია.
გაურკვეველი ფიქრი მწუხარე
მოჩანდა წრფელი დედის ღიმილი
ნუ მიმატოვებ დედის ნუგეშო
შენ ცხოვრებაში მუდამ მზრუნველი
მის თვალებიდან მზეც კი ელავდა
სითბოს ურევდა სიკეთის ღამეს
შენ გზის ნათებას უნდა ვეცადო
რომ არ დაგკარგო ამაღამ ამ დღეს.

ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი