წამიერია დღე ულევია
წამიერია დღე ულევია, ჟამი კი ისევ მონატრებული, ნახული ისე სახსოვარია მოგონებებში გადახვეწილი. არ დავიჩემებ მე ისევ უწინ ღვიოდა ნაცრის მანათობელი, ჩამქრალს ვერ შველის სულის ჩაბერვა და ადამიანს მაგინებელი. მიდის გზა როცა ძველად მახსოვდა სევდაც იყო და ოდნავ ნათელიც არ გაიტეხო ფიცი და რჯული ჩემი მოდგმის ხარ დავდადებული დახარბებული მიდის დროება, ქილიკში გადის უკვე ცხოვრება რა სამდურავი გამოუცხადო როცა დავკარგე განზომილება. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი