მეფერება მზე დილა ჭიკჭიკებს
მეფერება მზე დილა ჭიკჭიკებს, ბეღურა საკენკს ფრთხილად აკენკავს, დაგთხიალდება ცელქი ქარები მომავლის ცქერით გული იფეთქებს. თუ ნაბიჯები გაზომილი გაქვს როგორ იარე სიკეთის ნებით, არ დამარცხდები თუ კი წარსულში უკან მოხედვით არ დაბერდები. ხან ღრუბელია თეთრი თოლია ყორანმა ცა სულ მთლად გააშავა სევდიანსა მხდის მხდალი დროება ამაყად მოგვდგამს თავისუფლება. ფიცი ურყევი უძლეველს გაგხდის არ დაიშურო წინაპრის სიბრძნე გამოანათებს ყველა ვარსკვლავი შენს სანუგეშოთ ლამპარსაც ვანთებ. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი