კარი შრიალით იღება როცა
კარი შრიალით იღება როცა, აივანია გადაპენტილი. გასვლის იმედი უთუოდ კვდება რას შევეგებო ისიც არ ვიცი. გულმა დაიწყო უწინდენ დღეთა ამაობა როგორც წარსულის თუ შენ მოხვედი ჩუმად ეულად არ გავიწყდება მაშინ სნეულიც. მინდა გავიდეს ათასი წელი არ შეიცვალო სახე ლამაზი ჩემი სანუკვარ გრძნობით შეგმოსავ ახალგაზრდული ვით შემართებით. დრო არ იცვლება იგივედ რჩება ვინც ელოდება სახტად დარჩება ის სიალალე შხამი მწარეა დალევ შეიცვლი მარადისობას თუ ღმერთი კეთილს ასე ეპყრობა თუ გული უწინ ძგერით დაღლილა მაშინ ნუ მკითხავ ხვალ ვინ ვიქნები ჩემი სახის და წლების შემხედვარს. დაგიბერდები უთუოდ ვიცი და შევიცლები როგორც მდინარე წყალი კამკამა თვით უკვდავების მღვრიე ხავსმა ღრმად უკვე დამარხა. ავტორი:ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი