მე სამუდამო ნავსაყუდელი
მე სამუდამო ნავსაყუდელი, გულში ჩავირგე ფესვის ლერწები აღმოცენდება მალე ნაყოფიც დავჯდები მას და დაველოდები. მე არავისთვის ვიყავი ტყვია, არ გაუგმირე მას თბილი გული სიყვარულისთვის ვეცადე ბრძოლა იქაც წავაგე დავმარხე სული. გონებას უყვარს კვლავ სიყვარული ანთებს კოცონს და ცეცხლის ისრებით მე შენ ყოველთვის მაძლევდი ძალას რომ მდინარესაც გავაჩერებდი. არც წარსული და არც მე ვიძინებ ღამე გამხდარა მგლის სათარეშოთ არც მესიზმრება ჩემი ოცნება რომ კვლავ სიჩუმემ დაისადგუროს. ვაღებ დარაბებს სიჩუმეს ვდევნი არც მანუგეშებს ქარის ზუზუნი სიკეთის გულში როდის დარჩება ეს მოგონება გამოფიტული. ძალა ვიგრძენი გონება ფხიზლობს მე წარმომიდგა ის მის სხეულში ის ფარფატებდა თეთრი ღრუბლებში მთვარის და მზისას ყოფილ სამოსში. დამიბრუნდები ვიცი უთუოდ ამოხვალ მთვარეს და ამოყვები მე სიბნელეში როგორ ვარჩიო გარჩიო თუნდაც შენ აგარჩიო. ავტორი:ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი