გული ვერ იტევს ამოდენ სევდას


გული ვერ იტევს ამოდენ სევდას,
სიმთვრალე ჩემთვის გამოცდილია,
თუ მე დავლიე ღვინო მჩქეფარე
მაშინ სიცოცხლეც საამურია.
როგორ დავლიო თუ კი გულს ამბოხს
ამბობს სიკეთე სიყვარულია
ფხიზელი კაცი მხოლოდ იმდურებს
თავის მეზობელს ეზოს კარიას.
თუ დავიბადე უნდა ვიცხოვრო
გავშალო მკლავი სადაც ჩემია,
სიტყვა მე ყელში მოღერებული
უნდა წარმოვსთქვა რაც კი მაკლია
არავის უყვარს სიტყვა ძუნწია
მოწყენილი კი მძიმე ტვირთია
მე გული კვლავაც ანთებული მაქვს
რაც მეგობრებში ძმადნაფიცია.

ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი