რა ნაპირი ზღვის ტალღები


რა ნაპირი ზღვის ტალღები ,
რა ნაღველი და მტანჯველი,
უყურებდი მორცხვად მარდად 
გასრესილი ნაკვალევი. 
ისე იყო ძველად როცა
ნაბიჯები ილეოდა
არც თუ იყო დღენი ცოტა
სიხარულიც ილეოდა.
გადადგმური მარჯვე მტკიცედ 
სიხარული მას მოჰქონდა
ნაპირალი ნასუფრალი
ანდა ვის რად  ადარდებდა.
იქნებ ვინმე თვალი მისი 
ჩემს  ცხოვრებას შეაჩერდა
არც ბაჯაღლო მედო გულში
მაგრამ მაინც  ბრჭყვიალებდა.
კაცის გული ისეთია
 ვეფხვის ხმას თუ შეადარებ
არ დაფრთხება ხმას კი გვიან
უპასუხოდ იხმიანებს.
ბოხი ხმა და ძლიერ გენში
მე ჩავდგები მკლავ ძლიერში 
ნამუსიან მეტოქეებს 
ნუ  მოხვდება  ბრაზი ყელში.
ერთი გითხარ და არ მკითხო
ვის მაგივრად ვიბატონე
თუ სული შენ ბატონად გყავს
მაშ ქვა  თავში დაიხალე.

ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი