გული დაეცა მიწას ზიარსა


გული დაეცა მიწას ზიარსა,
საგულდაგულოდ იწყებს ფრთხიალსა,
ფოთოლი შრიალს ქარს თან აყვება
მოსაგონარი ჩემში დარჩება.
არ ვეპუები მდინარეს და ზღვას
ის ხომ ყოველთვის ღელავს და თან მკლავს
ასულდგმულებს და სიცოცხლებს მატებს
ჩემი სიცოცხლეც რაში დავხარჯე.
მოვიპოვებდი მეგონა მაშინ
ჩემი ნაპირებს ვერვინ იპყრობდა
თუ შენ ალალად ხელს გაუწვდიდი
ის მეგობარი შენში ცხოვრობდა.
აუგი სიტყვა და სინანული
ერთად ირევა როგორც მორევში
შენ ვინ იყავი მაშინ თუ გცნობდა
ეხლა წამიხდეს მე სასწაული
დარაბებს მიღმა ცხოვრება ძნელი
ციხის კედლებმა უკვე გამლია
თუ გამოვედი მაშინ ხმამაღლა
ყვირილიც უკვე არც შემიძლია.
თმენა ლოდინი სხვისგან მოიცდის
ჩემი გრძნობები ვის მოვახვიო
თუ სიკეთის გზით ივლის ყოველი 
მაშინ გამჩენმა არ აპატიოს?
ხან ბუნება  კი ყოველთვის მნათობს
უძღვნის სიკეთის ვარსკვლავს განთიადს
წარსული ისევ დარჩება მხოლოდ
თუ ადამიანს კვლავ უცხოვრია.
დარჩება კაცის ბოლო იმედი
ღმერთი იმისგან ვინაც იწამა 
და ამ ცხოვრევის ყველა ის მადლი
კაცის გაჩენა ვინაც ინატრა.

ავტორი :ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი