ერთი გულით მიცხოვრია


ერთი გულით მიცხოვრია,
მეორეზე მქონდა ფიქრი
თუ შევიცვლი ჩემს სამშობლოს
აბა ვის რად დავჭირდები.
სიტყვა უნდა იყოს მტკიცე ,
სიყვარული ერთგულების 
ხანჯალს ქარქაშს თუ გააცლი
მაშინ რისთვის ქორწინდები.
ნამუსია  კაცის პირი 
მყრალი ხორცი გაფუჭდების
მოვლა უნდა სახელს მარადს
ჭორი ქალზე გაიცვლების.
თუ ვინმესგან მტრობა იცი
მას სასჯელი განტევების
შევიცოდე ძვირის მთქმელი
პატიება დასაგმობი.
რა რიგ მართო ცხოვრების გზა
კმაყოფილი გეყოლების
სულ ტყვეობით გავიარე
ეს ცხოვრება სანატრელი
ვინ მოარჩენს ზნეს ბოროტსა
გააცოცხლებს ხასიათსა
არ დაგინდობს ბუნების ხმა
 ენას პირში ამოგაცლის.
დაიჯერე სიკეთის კარს 
აღებ  ერთი გასაღებით
თუ გააღებ ფრთხილი ხელით
სტუმარს კარგად დაგიხვდების.
ერთი გულით მიცხოვრია,
მეორეზე მქონდა ფიქრი
თუ შევიცვლი ჩემს სამშობლოს
აბა ვის რად დავჭირდები.

ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი