მე შენ მთვარესაც ვერ შეგადარებ


მე შენ მთვარესაც ვერ შეგადარებ,
და  ვერც რომელიც დაგწვავს წამითაც, 
მე შეგადარებ მომავალ მნათობს 
ღიმილით როცა სახეს დაგიწვავს.
გაცისკროვნდება დილის აისი
ფიქრებს მომავალს ქარი მომიტანს 
ტანჯულ სულიერ ტკბობას განვიცდი
ეს უიღბლობის ფასიც დამიჯდა.
ამ ოხერ გულს მე ვერას უხერხებ 
ფიქრით დაღლილი ვეღარ დავდივარ
სამუდამოა ეს განსაცდელი
თუ წამიერი როგორც მთვარისას
არავისთვის ჩანს ჩემი დროება
ვისთვის ვცხოვრობდი თუნდაც ღამითაც 
შენი სურნელი უთუოდ მომკლავს
თვალის გახელაც უკვე არც მინდა.
სირბილს უმატე ოფლი ღვარად მსდის
სიზმრის ახდენა მეტად ძნელია
შენი გზა- კვალში გარჩევა მიმძიმს
ალბათ მომავლის დასასრულია.
ყველა მიჯნური უთუოდ მიგებს
სიყვარულისთვის ვინაც იომა
არც დასასრული იქნება ტკბილი
მაგრამ არ ვამხელ დამაქვს გულითა.


ავტორი: ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი