დღე და ღამე


დღე და ღამე ხვალ და ზეგე,
ერთი დღის ვართ მე და მთვარე,
მზე უფროსი არის ჩვენზე 
ვარსკვლავებმა გაგვაწბილეს.
წყლის დალევას არ მაცლიან
წყაროს წყალი მოჩხრიალებს
თუ ველოდე მომავალ მგზავრს,
ის დამიგებს  ფიანდაზებს?
პასუხმა ძან დააყოვნა
ვერ გავიგე ვერაფერი 
თუ დამუნჯდა ის საბრალო 
ალბათ მიტომ ვეღარ მღერის.
ცაზე მოწყდა ცისა ღილი 
და გაიქცა შორს გადახტა
ის მინდოდა დამენახა 
მაგრამ ლანდიც  აღარ ჩანდა.


ავტორი: ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი