ნუთუ აირია ამინდი მშვიდი


ნუთუ აირია ამინდი მშვიდი ,
ზანზარის ხმას მიაქვს
 წალკოტი, ხიდი,
ხეებს დააგლიჯა ფესვები ყლორტი,
და აირია ამ ქვეყნის რიტმიც.
უღმერთოთ ვინ გაძლებს 
ურჯულო, ხარბი,
თვალებ დათხრილილი და  წამხდარი კაცი
გაუხარიათ ბოროტი თვალით,
ვერ გავიღიმებ ავ კაცთან ძალით.
მდინარის ნაპირი უკვე აივსო
კალაპოტმა კი სახე იცვალა,
არ ეკითხება საით წავიდეს
იმანაც ზნე და სახე იცვალა.
წლები ყველაფერს წაშლის, გაფანტავს,
არვის დარჩება სახელი ძველი 
შენ თუ სიკეთის  სახელს არ ტოვებ
სად გეჩქარება  დღესაც  წახდები?
არვინ ერჩოდა გმირს ასეთ დროში
ნუ ეკიდები  კისერზე  მორჩი,
კეთილ მარცვლები ბევრიც  ითესა
 მაგრამ ქითესა დარდმა იმსხვერპლა.

ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი