საინტერესოდ ახდეს ოცნება


საინტერესოდ ახდეს ოცნება,
გულს  სიამოვნებს წრფელი სიტყვები,
ამაღამ ჩემთან დარჩი ნუ წახვალ
აღარ გაგიშვებ ათასი წელი.
სად დავრჩე ვისთან ნუღარ მაწვალებ
გულს ხანჯლით სერავ მარილს მოაყრი,
იმ დღისა მერე ვერ გაპატიებ,
რომ მიღალატე ლაფი დამასხი.
მტკიცე სიმართლე სამჯავროს ხელით,
ნამუსიანი ქუდი მეხუროს 
თუ დავიყვირებ ახდეს ოცნება 
მაშინ სიტყვებმაც ღრმად კვლავ  იფეთქოს.
ამაოება აღსარებას გავს,
 მოდის მოანგრევს სულს ამსუბუქებს 
ჩემი გაწვდილი ხელს ჩაეჭიდე,
კვლავ ქარიშხალმა არ მოგიტაცოს.


ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი