ღამე მწყემსი დარაჯია


ღამე მწყემსი, დარაჯია,
დღის და ღამის გასაყართან,
დილით მზე რომ გაიღვიძებს
დედამიწის თანამგზავრთან.
თუ იწვიმებს თოვლიც მოვა
ქარიშხალი, სეტყვა, ყინვა,
არ ვენდობი ასეთ ამინდს 
ძილში თუ არ გაიღვიძა.
ცისარტყელამ  ცას მძივები
ჩამოკიდა მისი ხელით
შვიდმა ფერმა გაიელვა 
ჭრელა ჭრულა ნაქარგებით.


ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი