შენ ვარდისფერი ტუჩები გშვენის
შენ ვარდისფერი ტუჩები გშვენის, ალუბლის ფერი ხოტბას შეგასხამს, მე გარდაუვალ გონებით ვთვრები სიზმარი იყო თუ შთაგონება. მომავლის ნაწილს ჭამს სინანული, ბრაზი გაწყვიტა სევდის იარამ, შენ რომ დატოვე ის ზღვის ნაპირი სადაც თვალებმა მწარედ იტირა. ნაპირი ისევ ცარიელია, აღარ ხმაურობს ზღვა სიჩუმეა შენ სამუდამოდ დამიბრუნდები ქვაზე დამხობილს სევდას ინახავს. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი