ფაიტონის ეტლი მიპყრობს


ფაიტონის ეტლი მიპყრობს 
აივნების თბილი ფერი ,
შენი სახე მელანდება
გინდ დღე იყოს გინდაც ბნელი.
სარკაზმულად ჩაგიცვია 
ჭრელაჭრულა პეპლის ფერი
გაფრენასაც თუ აპირებ 
ჯერ დაჯექი მერე ჰერი.
ხან ჭკუაში მეჭიდები  ხანაც 
სულმთლად გადამრევდი
დღეს ყაყაჩოს ყვავილი ხარ 
ხვალ ვარდებსაც ემსგავსები.
დახუნძლული ყურძნის მტევანს 
ისე უყვარს მოვლა, ზრუნვა,
ფერებისგან ისე დაჭკნა
ავთვალმაც კი ვეღარ ნახა.
ჭიანურმა ამოსთქვა და 
აამღერა თითო სიმი 
მის გარშემო  შევაჩერე 
ამ ცხოვრების ოქროს  რითმი.

ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი