რა ვქნა როგორ მოვიქცე


რა ვქნა, როგორა მოვიქცე, 
სად გადავკეტო ზღვარია,
სტუმარი თუ ჩამოვიდა 
კარგი ადათის წესია.
ნუ  იქნას ბედის ბორბალი,
უკუღმა დატრიალდესა,
წისქვილის ქვაზე  ბეჩავი 
დილამდის აქვითინდესა.
გაუღიმებდეს ცხოვრება, 
ცოტახანს დააცლიდესა
მჭადს გამოაცხობს ბუხარში
ქმარშვილსა დააპურებსა.
სიყვარულს სწავლით აგონებს
სიკეთეს გადმოადენსა
ცხოვრების გემოს შეიცნობს
თავისას   შეაყვარებსა.
დამდურებული სოფელსა, 
ბუნება ღრენვას დაუწყებს 
ხელს მოუმართავს კეთილ კაცს,
ცხოვრებას წუნსაც მოუდენს.
დაძინებული იყუჩებ, 
გული არაფრით მშვიდება
თუ დაწყნარებულ სოფელში, 
ძაღლმა ერთხელ არ იყეფა.
ქვა, ქვაზე არ დარჩენილა 
წარღვნამ წაშალა ქვისანი
მომავლის სხივი დამყურებს
მზის სხივმა მომცა ნიშანი.


ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი