შენ თუ ჩემთან იქნები
შენ თუ ჩემთან იქნები, მე ძლიერი ვიქნები მთაგორსაც გადავაგორებ ბევრსაც ვერ შეგპირდები. გუშინ ვერსად ვეღარ გნახე დაბნეული ვიარე, ნაბიჯების კვალში ჩავდექ შენ რომ გუშინ იარე. რა მინდოდა ვის დავეძებ ნემსი ძაფში ავაწყვე შევერცხლილა ჩემი თმები ეს რა სევდა შემყარე. აბლაბუდა ჭერში ცხოვრობს მახეს ბევრსაც დაუგებს თუ მოგნახა ერთ კუთხეში შეგჭამს და მოგინელებს. არც ავია არც კეთილი ცხოვრობს ვის რას უშავებს გაბრაზება კაცის გულში იფეთქებს და იღელვებს. მთები დიდი მწვერვალები ნახე როგორ იმშვენებს იქ მწვანეა ეს კალთები სამოთხეს დაგანახებს. პატარაა მაგრამ გული კოხტათ გადააბიჯებს ნაპირები დათოვლილი თვალებს გამოაჭყიტებს. ავტორი:ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი