ნაპირი შორსა ზღვა ღელავს ღელავს
ნაპირი შორსაა ზღვა ღელავს, ღელავს , ვის უცქერ ვის? ველოდები მწერალს თუ მკვლევარს? შუქი სიბნელე კოშკიდან, მკრთალად მოსჩანს ლამპიონები ჩაბნელებული არავის ზოგავს. მოფარფატე თოლიების საღამოს სტვენას გამოანათებს ცის კამარა, გაბრწყინდა ზეცა ნუთუ ერთხელ და სამუდამოდ გალიას ვკეტავ. მიტოვებული მაჩანჩალას უბიწო კერავს. იმედი უკვე გადავწურე ღამესთან ვრჩები მე მარტოდ მხოლოდ, უსოლო და უგულო ვხვდები. რა იქნა სად წავიდაო ხასხასა წლები მოგონებებში გადავხვეწე შავ-ბნელი წლები. ნაფიქრალი ნაწვალები გულით ვინახე სად დაიხარჯა და გაიცვითა გული და ძვლები. დაუვიწყარი დარჩებაო სახელი შენი თუ იცოცხლებ იქამდე ანდა თუ ვკვდები. ალბათ იმედათ ალბათ უბრალოთ ალბათ მამაცათ. თავს ასწორებ ყელს იღერებ ვტენი იარაღს. მოგეჩვენება მამაცობა თუნდაც დიაკვნად გაიღვიძებ და შენი თავი სულ არ გეამა. კარგი იქნება დავიბადო ისევ თავიდან ის ვიყო ისევ ძველ სამოსში ვიხეტიალო. არ შევიცვლები არ შევარცხვენ უკვდამყოფ სახელს. რათა უფსკრულის ბილიკები არ შევისწავლო. ავტორი:ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი