ნახვამდის ტურფავ შენ ნუღარ მტუქსავ


ნახვამდის ტურფავ, შენ ნუღარ მტუქსავ,
საყვარელია თვალები შველის,
არ დაგენანოს, არც შეგებრალოს,
არ მოიკითხო წარსულის ღვაწლი.
საათი გადის დრო, დროს ეწევა ,
საწადელ დროში ვერ მოვასწარი
იმ შენი ნახვის და მონატრების
ცის გახუნებულ ზეცაში  დამრჩი.
ერთი ფასია აქვს დღესა და ღამეს
ჩემთვის დარეკა სამრეკლოს ზარმა
თუ მინატრია თოვლი ზაფხულში,
ანდა წარსულის კვლავ დაბრუნება.
ცოცხალი კვდება ახალი ჩნდება
ფესვი ყლორტები კვლავ გაცოცხლდება
რაც დაიწერა და უმღერიათ, 
ლექსათ პოეტებს მოუყოლიათ.
ჟანგიან ხმალი კვლავ გალესილა
ბასრი გამხდარა მჭრელი, ტიალი,
არავის ქონდეს თვის ილუზია
რომ დაჩლუნგდება გრძნობის ზიარი.

ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი