გათენებულა გათეთრდა


გათენებულა, გათეთრდა ,
დილა თვალებსა აჭყიტებს
ღამეს როგორ არ ვჯობივარ
დილით თვალებს რომ გაგიხელთ.
მოვდივარ როგორც მზრუნველი
მზის თბილ სხივების აზიდულს,
ციდან ხმელეთზე ვეცემი 
თქვენ რომ გულები გაგითბოთ.
ღრუბელ ყოველთვის ნარნარობს
ცის ლურჯ ცაზე და გაწვება
იქედან ვერ ჩამოიყვან
ზემოდან თუ არ დაჭექა.
ჩემი ლამაზი ბუნება
აშოლტილა ვით ედემი
მაღლიდან როგორ ვუყურო
ახლოსა თუ არ დაჯდები
ფერად ფერადი გამხდარა
მთა, მდელო, ყველა მყინვარი,
მთის წყაროს ყური დაუგდე
ჰანგები მრავალხმიანი.
თითოეული ხე, ნაძვი,
ფიჭვი, ჭადარი, ტირიფი,
მუხას ძილი თუ მოუნდა 
მთქნარებას ვეღარ დაიშლის.

ავტორი: ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი