Ღამე გაშავდა ზეცა არ ჩანდა
Ღამე გაშავადა ზეცა დაბნელდა, Ვარსკვლავი თურმე მტერმა მომტაცა, Წაიღო გული სული გაფრინდა Რაც მე მებადა ქარმა დაფლითა. Გამოიქროლებს დღე ფიქრებს ნათელს Გონება იწყებს სიფხიზლეს, ხილვებს, Დაუვიწყარი სიკეთის კვირტებს Იმ ჩემს სიყვარულს ვერ დავივიწყებ. Ცა იფერფლება ნაცარს მოვქექავ ცხელი Ღადარი გულში გიზგიზებს. Ამონარიდებს გიწერს, გაუწყებს, Რაც ვერ ივიწყებს თავს შეგახსენებს Ნაბრძოლებია გული სევდიანს Შენს ფიქრში წარსულს ვინარ მისდია Თუ შემოხედვით არ დაბნეულხარ Ალბათ გრძნობებიც შემოგხევია. Რაც დააშავე ალბათ შეცდომებს Უკან დახევა არსად მჩვევია Მობრუნებული წლების გარშემო Სიცარიელე ხომ ნაცადია Თუ იყავ ჩემთან და გიცხოვრია Ერთი დღე იყავ თუნდაც წელია Რაც შენს ყურების დრო გაილია Ჩემში გონებაც მთლად დაილია. Არაფრის მთქმელი ფუჭი დროება Ეს კი აუწყებს გულს დავიწყებას Ახალი გრძნობით ძველი წარსული Მხოლოდ სიზმრებში რაც ამხდენია. Ავტორი:ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი