Გადმოყრის თოვლი ნამქერსა
Გადმოყრის თოვლი ნამქერსა, Გადაათეთრებს ბილიკებს, Მგელი შიმშილსა გამოჰყავს Ბუნაგის გარეთ აცხოვრებს. Არ დაიდარდოს არვინა Მე წავალ სარჩოს ნახვალებს Გზაზე იქნება წავაწყდე Გზა აბნეულსა გამვლელებს. Დამელოდება შვილები ჩემს ხელსა თვალებს შეჰყურებს Არავის მისცეთ უფლება სხვამ დაგაპუროთ გაცხონებს. Მე დავბუნდები უთუოდ სიფრთხილე რაც მაქვს წავიღებ, Დაკვირვებული ვყოფილვარ მახეს Რომ ქსოვდნენ დილამდეს. Გაყინულია ქვეყანა თოვლში ეხვევა ტიალი Სახლამდე დამრჩა უღრანი ტყე გასასვლელი მთიანი. Მუხლი ეწევა სიმძიმეს მოᲛყავს ნადირი ცოცხალი Შემებრძოლება ხანდისხან Თავსა წევს როგორც აფთარი. Მისი ოჯახი სადღაა ვინ გააჩინა საწყალი Იქნებ ჩემსავით ელოდა შვილები ნაშიმშილარი. Დღეს დაასწარი სიკვდილსა Თავი ასწიე ნიკაპიც, Სიცოცხლეს რატომ ჩამოვრჩე Ფეხს აუჩქარე სისწრაფით. Ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი