ნაპერწკალია რომელიც ცეცხლსა


ნაპერწკალია რომელიც ცეცხლსა,
ააგიზგიზებს კოცონს დაანთებს,
ბუხარს გაათბობს კაცის გულს აალს
შეათამაშებს ბავშვივით ართობს.
ნაწვალებია ფიქრი ღამისა,
გარდაიქმნება კვამლში კვლავ სითბო 
სხეულის ნაწილს ისე შეაკრთობს
როგორც ახალი დაბადებისას.
როგორ უყვარდა როგორ ეწადა ,
მისთვის ელავდა ღამე უმთვარო
ჩაბნელებული ყველა ვარსკვლავი
მის განათებას უნდა ეცადოს.
თუ ერთხელ ცოცხლობს კაცი,დიაცი,
თუ ერთხელ მოველ როგორც მაცნეა
არ დაივიწყო ის სალოცავი 
ვინც შენს უკვდამყოფ სახელს ამხელდა.
გაიფრენს ისევ როგორც მერანი,
არწივის ფრთებით კლდისა ხმიანი
ახმაურდება ყველა მათგანი
და უცნაური ფრთების შრიალიც.

ავტორი:ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი