არ შეგადარებ არც ზღვას და არც სხვას
მე შენ არაფერს არ შეგადარებ არ შეგადარებ არც ზღვას და არც სხვას მე შეგადარებ უცნობს ნაამბობს რომელიც მეტყვის ოფლს რომ დამასხავს განწირული ხმით ვიყვირებ ძლიერს დაობლებული კამარას შევკრავ ვარდის ფურცლები გულზე მოხვეულს როგორც მზის სხივი ათბობს ბუნებას. სიზმრებში ახლოს მოდიხარ კართან ეზოში ისევ იმოსებ ფერებს გაბრწყინებულხარ როგორც აისი წვიმის წვეთები ჩამოგდის თმებზე. ცისარტყელები უკან მოგყვება მთვარე გინათებს მილეულ სახეს შენი ფერება ისევ მეწვევა ამაღამ ღამე ამაღამ ღამე. დალეულია სული მოგელის ძალებს მოიკრებს თვით უკანასკნელს შენი მოხვევა ისევ მწადია როგორც მწყურვალი წყალს რომ იგემებს. სული ხორციდან გამორჩეული სული დაფრინავს ზეცას გაჰყურებს მტრედები იქნებ სადმე არიან რომ ჩემი სული მასთან მივიდეს. ცაში აფრენილს ბუმბული დაქრის ქარის წაიღებს სადაც გადაყრის შენ არ იქნები არასდროს მარტო რომ დაილიოს ქვეყნის საუნჯე. ავტორი:ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი