დაგიცდი შენზე შეყვარებული:
კაფესთან ვდგევარ, დარდიანი უზომო ფიქრით, მოდის ქალწული სილამაზით ჯილდო მიძღვნილი, ჩამოიარა როგორც ქარი, ფოთლებს შეგაყრის მე მომხვდა სითბო მე ვარ ტრფობით გულში დაჭრილი. ჩამოიარე და სად წახვედი, ღმერთო ვინ იცის ან სად გეძებო სად გეძებო ნეტავ ვინ იცის , იქნებ სხვას უთბობ ეხლა გულს და სულ სხვას ახარებ მე შენშე ვფიქრობ, განუწყვეტლივ ვფიქრობ მწუხარედ. კაფესთან ვდგევარ, მდუმარედ მარტო, და შენზე ვფიქრობ ძაან მენატრები იქნებ ერთხელაც ჩამოიარო, და დამენახო თუ გინდაც წამით. მაგრამ არ ჩანხარ, ლოდინით ვკვდები, არა უფრო და ძაან მიყვარდები რაც უფრო წუთი, რაც უფრო წამი, გადის მით უფრო შემიყვარდები. მაინც დაგიცდი კაფესთან მდგომი, დაგიცდი, შენზე შეყვარებული იქნებ ერთხელაც ჩამოიარო და დამენახო თუ გინდაც წამით. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი