ქალი არის ჩემი მკვლელი:


ღამემ გალია ფიქრები, უზომოდ მომაგონდები,
სიზმარში ალბათ გნახავ და თვალებზე მომელანდები
შავი ბნელი ღამე იყო ბურუსი და ნისლიანი
არც შენ ჩანდი, არც ის ღამე  ფიქრი იყო  განაბული
მას ხორც შესხმა არ უგავდა   თეთრი იყო მკრთალი ფერის 
თითქოს სახე მოუჩანდა თვალებიც და სახის ფერიც.
სუნთქვა მისი არ ისმოდა ღამე იყო განაბული
ჩუმი წყნარი და ავდარი მოწყენილი დატანჯული.
ჯვარცმას გავდა ის საღამო კვნესით ძლიერ მომდურავი
მღელვარე და უცოდველი  ელის მოსვლას მისგან ხვევნით.
და გაისმა უჩვეულოდ  მოჩანს თეთრი სილუეტი
თითქოს სახე მოუჩანდა თვალებიც და სახის ფერიც.
თვალდავხუჭე გავინაბე მკვდარი მიცვალებულივით
ხმას არ ვიღებ არც თვალს ვახელ მიმძიმს მასთან საუბარი.
თუ ის არი ან ვინა არის ქალი არის ჩემი მკვლელი
მომნახა და მომაკითხრა და დამასვა შუბლზე ჯვარი.
გამიღიმა და ჩუმად თქვა შენ ხარ ჩემი სანატრელი
ჩუმად, ჩუმად, დაიძინე ისევ მოვალ ღამით გელი.

ავტორი:  ალეკო  იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი