სევდა მოყვება თვალებში:
მარტს თუ აპრილი მოყვება, ზამთარს კი გაზაფხულიო, ავდარს დარი და სიავე კაცის გულს დარდის მიამბე. ჭაში ჩავხედე წყალს მდორეს ჩანს სახე სარკე მდუმარე, მეტყველს ვიცან რომ ჩემი ნაცნობის სახე მიყურებს. გავეცალ შორის დავდექი. ამბის მოყოლას ვერიდე ეს მისი სახე წყლიანი მიყურებ თვალს არ მაცილებს სევდა მოყვება თვალებში ბევრის თქმას ის არ აპირებს. ერთი კი სასწაულია ასე რატომაც მიყურებს. სინდისის ქეჯნა აღელვებს სადმე შეცდა თუ იმონებს, სული მღელვარე წყალზედაც არ იკარგება ტივტივებს. ცრემლი ჩამოდის თვალიდან ეცემა წყალზე ციმციმებს. იქედან ამოსულია ვნახე ასე რომ მიხსენებს. მარადისობის დღეები ერთხელ განცდებით იქნების ოღონდ სახე და სხეული მარტო რაცა ხარ ის რჩები. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი